ახალი ინიციატივები პრეზიდენტის პროექტის ფარგლებში
პრეზიდენტის პროექტში „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთკას" ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულები, გამგეობები და გამგებლები აქტიურად ჩართნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელი ვეჯინის ბიბლიოთკის რეაბილიტაციისათვის გარკვეული თარნხა გამოყო; ასევე გამოიყო თანხა სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ქოლადოში ბიბლიოთეკის ექსტერიერისათვის იზრუნებს.
სულ მალე სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკაში "ციფრული ფოტომატიანის" ფილიალი გაიხსნება. აქვე საბიბლიოთეკო ასოციაციის რეგიონალური ოფისიც ამუშავდება. ბიბლიოთეკა უახლესი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვება და რაიონის ბიბლიოთეკარებს შეეძლებათ ამ ბიბლიოთეკაში ინოვაციური სერვისების შესახებ კონსულტაციები გაიარონ.
პრეზიდენტის პროექტი სამომავლო სასიკეთო პროექტების განხორციელების ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს. ბიბლიოთეკების ხელშეწყობის პროექტი მომავალშიც მრავალ სიახლეებს წარმოდგვიდგენს.
საბიბლიოთეკო დღეები - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრი
ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ საბიბლიოთეკო დღეების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხუთ მუნიციპალიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საინფორმაციო ცენტრები გახსნა. პრეზენტაციები მიმდინარეობდა 4-8 მაისს ზუგდიდის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მთავარ საბიბლიოთეკო სივრცეებში. ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნინო პავლიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები გააცნო. ბაზებზე წვდომა შესაბამისი ბიბლიოთეკების მკითხველთათვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი და თავისუფალი იქნება.
საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა
11 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა. პრეზენტაციების კონკურსში თემაზე "ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში" გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ხმათა უმრავლესობით, პირველ ადგილზე საპატრიარქოს ბიბლიოთეკა გავიდა, მეორე ადგილზე სოფელ თორსის საჯარო ბიბლიოთეკა, მესამე ადგილზე კი რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება.
მსგავსი კონკურსების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ინოვაციურ პროცესებში სოფლის ბიბლიოთეკარები აქტიური ჩართულობაა. გამარჯვებულ ბიბლიოთკართა წარმომდგენლებს კონსტანტინე ალიბეგაშვილს, გვანცა კიკალეიშვილსა და თეა ჟვანიას საქართველს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდოები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ ბიბლიოთეკას კი წინასწარ დაანონსებული პრიზი Amazon Kindle-ი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისაგან გადაეცა.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ულოცავს გამარჯვებულებს წარმატებას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი - სოფელი ორპირი
1983 წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში, გაიხსნაკულტურის სახლი, რომელშიც განთავსდა ბიბლიოთეკა. უკვე სამ ათწლეულზე მეტია ბიბლიოთეკა ერთგულად ემსახურება მკითხველს.
2015 წელს, პრეზიდენტის ინიციატივით, პროგრამის “წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში, სოფელ ორპირის ბიბლიოთეკას გადაეცა 500 ლარის ღირებულების საბავშვო წიგნები, ენციკლოპედიები, ქართული კლასიკური ლიტერატურა, მსოფლიო ბეტსელერები.
გასულ წელს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით შენობას,რომელშიც ბიბლიოთეკაა განთავსებული, ჩაუტარდა მცირე სარემონტო სამუშაოები.
საბიბლიოთეკო კვირეული - საჯარო ლექცია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
6 მაისს, 16:00 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარტია თავისუფალი დემოკრეტების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესები და საგარეო პოლიტიკა". ლექციის ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს და დისკუსიას.
საბიბლიოთეკო კვირეული - ჭიათურა
27 აპრილს, ჭიათური სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ- შემოქმედებითი ცენტრის ბიბლიოთეკარების ინიციატივით საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართა ღონისძიება. ღონისძიების დასასრულს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს რუსუდან ასათიანს და ასოციაციის გამგეობის წევრს ციცო ქველიძეს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისიების ამსახველი ფოტოები იხილეთ ჩვენს ფეოსბუქ გვერდზე
ეროვნული სამეცნიერო ბიბლითეკის საინფორმაციო ცენტრი - ზუგდიდი
საბიბლიოთკო დღეების ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ფილიალის-საინფორმაციო ცენტრის გახსნა-პრეზენტაცია. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვისების განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერმა-ნინო პავლიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები, რომლებზე წვდომაც ზუგდიდელი მკითხველისათვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი და თავისუფალი იქნება. საბიბლიოთკო დღეების ფარგლებში მსგავსი სანფორმაციო ცენტრების გახსნა კიდევ ხუთ ქალაქშია დაგეგმილი.