პროექტი "მაკულატურა" - განსაკუთრებული აქცია
ბიბლიოთეკების საყურადღებოდ! ეს არის უნიკალური შანსი, რათა სკოლებმა და ბიბლიოთეკებმა უფასოდ შეავსონ ბიბლიოთეკა წიგნებით. პროექტ ,,მაკულიტერატურის’’ განსაკუთრებული აქცია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და სენაკის შემდეგ სხვა რეგიონებშიც გრძელდება.
4-5 მაისს ხაშურში
1 კგ მაკულატურა = 1 ლარის ღირებულების წიგნს!!!
იჩქარეთ, გადააწყვეთ ძველი წიგნები,თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები და გაცვალეთ ახალ წიგნებზე.
ასეთი რამ მხოლოდ 20 წელიწადში ერთხელ ხდება!
ჩააბარეთ მაკულატურა და უამრავი დასახელების ახალი წიგნიდან აირჩიეთ სასურველი.
გაუფრთხილდით გარემოს და განაახლეთ ბიბლიოთეკა.
მისამართი: ხაშური, რუსთაველის 88.
10-დან 19 საათამდე.
პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა(ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები).
არ ბარდება ( მუყაო, ცელოფნის ფაილი, ბაინდერი).
ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: http://www.makuliteratura.ge/
საბიბლიოთეკო კვირეული - ვაკის მედიათეკა
საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, 1 მაისს, ვაკის მედიათეკაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "სტუმრად მედიათეკაში". ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი, ასოციაციის გამგეობის წევრები და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]
საბიბლიოთკო კვირეული - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები
საბიბლიოთკო კვირეულის ფარგლებში გთავაზობთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთკისა და სხვა მის დაქვემდებარებაში მყოფ ბიბლიოთკა-ფილიალთა ღონისძიებების ჩამონათვალს: ახალი აბასთუმანი, ზედაეწერა, ინგირი, კოკი, ნარზენი, ოდიში, ორსანტია, რუხი, ყულიშკარი, ჩხორია, ცაიში, ძველი აბასთუმანი, ჭიქვინჯი, ჭკადუაში, ხურჩი.
ღონისძიებეს შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე [საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]
"ბიბლიოთეკარი პოეტი" - ახალი პოეტური კრებული
საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამოვიდა ბიბლიოთეკარების პოეტური კრებული "ბიბლიოთეკარი პოეტი" (შემდგენელი ინგა ფილაური-ლორია). საბიბლიოთკო კვირეულის ფარგლეში, ბიბლიოთეკარების პროფესიულ დღეს 30 აპრილს შედგება კრებულის პრეზენტაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 14 საათზე. ვიწვევთ პროექტის ყველა მონაწილეს და მთელ საბიბლიოთეკო საზოგადოებას
"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - თელავის ბიბლიოთეკები
საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფინანსური მხარდაჭერით. საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება კომპიუტერული ტექნიკით საქართველოს ყველა სოფლის ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა.
ამ ეტაპზე საბიბლიოთკო ასოციაციამ უკვე მოინახულა თელავის რაიონის ქვემო-ხოდაშენის, ნაფარეულის, ლალისყურის, კურდღელაურის, კონდოლის, კისისხევის, იყალთოს, გულგულას, ფშაველის, წინანდლის, ბუშეტის, ახატელის, ართანის და აკურას სოფლის ბიბლიოთეკები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება მათი შემდგომი რეაბილიტირების პროცესი.
"წიგნი ყველა სოფელს" - საგარეჯო - "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"
საგარეჯოს სოფლის ბიბლიოთეკები კაკაბეთსა და პატარძეულში უკვე გარემონტდა. პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტ "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთკის" ფარგლებში კი კაკბეთის ბიბლიოთეკა ახალი წიგნადი ფონდით გამდიდრდა.
ახალი საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას", რომელიც მთლიანად კახეთის რეგიონში არსებულ საბიბლიოთეკო ქსელს კოპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტ-პროგრამით უზრეუნველყოფას გულისხმობს, ამ სოფლებსაც გააერთიანებს. აქ აუცილებლად ჩავიტანთ კომპიუტერებს.
საგარეჯოში კიდევ სამი ბიბლიოთეკა არსებობს: სოფელ კოჭბაანში, სოფელ უჯარმასა და სოფელ დიდ ჩაილურში. ამ ბიბლიოთეკებს არ აქვთ იურიდიული სტატუსი. ბიბლიოთეკარები აქ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ვინაიდან ბიბლიოთეკა სჭირდება მოსახლეობას. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ამ ბიბლიოთეკების სტატუსის აღდგენაზე!
[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"
▶ საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას.აღნიშნულ რეგიონში სულ 76 სასოფლო ბიბლიოთეკაა. ამ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი შევსებულია 500 ლარის ღირებულების წიგნებით პროექტის "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა და რაც უპრეცენდენტო დაფინანსება იყო ბიბლიოთეკებისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
✔ მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკების რეაბილიტაციისათვის უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია მათი უზრუნველყოფა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, რადგან, ვფიქრობთ რომ მხოლოდ წიგნადი ფონდის განახლებით ბიბლიოთეკა ვერ იქცევა თანამედროვე საინფორმაციო ცენტრად. ასევე, ნიშვნელოვანია ბიბლიოთეკების თანამშრომელთა გადამზადება, რათა მათ შეძლონ ინტერნეტის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა.
✔ აღნიშნული პროექტი გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ასევე,თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამედროვე სერვისების დანერგვას.ბიბლიოთეკებისათვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, ინტერნეტით უზრუნველყოფას, თანამშრომლებისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების სწავლებას (მათ შორის თანამედროვე სოციალური ტექნოლოგიების Skype, Facebook და ა.შ.) , საერთაშორისო და ქართულ ელექტრონულ ბაზებზე წვდომას, სოფლის ბიბლიოთეკების ერთმანეთთან და რეგიონის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ასევე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ინტეგრაციას.
✔ პროექტის მთავარი კოორდინატორია ააიპ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
[საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]