სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვე
IASL (სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია) ხელმძღვანელობამ სკოლის ბიბლიოთეკის დღე 2008 წელს შეცვალა სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვედ, რომელიც ოქტომბერში ტარდება. ეს ცვლილება დაკავშირებულია IASL–ის 10 წლისთავთან. სკოლას აქვს უფლება თვითონ დაადგინოს მათთვის სასურველი ერთი დღე ოქტომბერში, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება მისთვის. შეიძლება ერთი კვირა , ან მთლიანად მთელი თვე , მიძღვნილი სკოლის ბიბლიოთეკისადმი.
სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვის აღსანიშნავად შეიქმნა ლოგო :
ამ დღესასწაულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ–ერთი არის „წიგნის სანიშნების“ გაცვლის პროექტი.
სამეცნიერო კრებული ”წელიწდეული”
2009 წლიდან ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა გამოსცემს სამეცნიერო კრებულს ”წელიწდეული.” ამჟამად დაბეჭდილია 3 ტომი. კრებულში თავმოყრილია ბიბლიოთეკის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები და რეცენზირებული ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ლიტერატურათმცოდნეობითი, ფოლკლორული, ისტორიოგრაფიული, კულტუროლოგიური, ეთნოლოგიური...) გამოკვლევები.
ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა ,,კოჰას“ შემსწავლელი ტრენინგი
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა ,,კოჰას“ შემსწავლელი ტრენინგი. სასწავლო კურსში მონაწილეობენ როგორც სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ისე ქალაქის საბიბლიოთეკო გაერთიანების საქალაქო და საბავშვო ფილიალების თანამშრომლები. სასწავლო კურსს უძღვება სამეცნიერო ბიბლიოთეკის კატალოგების მართვის განყოფილების გამგე ეკატერინე ბარაბაძე.
მონაცემთა ბაზების გამოყენების სტატისტიკა – 2012 წ ლიდერობს ილიაუნი
საქართველოში უკვე მრავალი ბიბლიოთეკა იყენებს ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს. ალბათ ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს მათი რეალური გამოყენების სტატისტიკის შედარება (ანუ ბიბლიოთეკა კი იწერს მონაცემთა ბაზას, მაგრამ რამდენად ინტენსიურია მისი რეალური გამოყენება მომხმარებლების – პროფესორებისა თუ სტუდენტების მიერ).
ვაქვეყნებთ 2011 და 2012 წლებში მონაცემთა ბაზების გამოყენების სტატისტიკურ ცნობებს:
,,ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები
მკითხველმა მიიღო მერაბ გვაზავას ახალი წიგნი ,,ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები.
რედაქტორი ზურაბ კიკნაძე.
წიგნი ,,ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟთა განსხვავებული დახასიათების წარმატებული ცდაა, რომელსაც საფუძვლად ღრმა ტექსტუალური ანალიზი უდევს. პოემის თითქმის ყველა გმირი ავტორისეული თვალთახედვით არის დანახული და შეფასებული.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, საერთოდ ,,ვეფხისტყაოსნის" პრობლემატიკით დაინტერესებულ ფართო მკითხველ საზოგადოებრიობას.
გილოცავთ ახალ 2013 წელს!
ძვირფასო კოლეგებო!
გილოცავთ დამდეგ 2013 წელს, გისურვებთ მშვიდობას სახლშიც და სამსახურშიც :) წინსვლას ცხოვრებაში და კარიერაში. დაე ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი მოღვაწეობის დაფასების წელი.
პატივისცემით,
თამარ ხახუტაშვილი
EIFL ლიცენზირების კოორდინატორი საქართველოში.