მენეჯმენტის ზოგადი კურსი ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის

მენეჯმენტის ზოგადი კურსი ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის -


cf947684c710


[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

18, 19 და 20 თებერვალს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC – იმ), ბიბლიოთეკის სამსახურების ხელმძღვანელებს, განყოფილების გამგეებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარა კორპორატიული ტრენინგი – მენეჯმენტის ზოგადი კურსი.

ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს სმითსონიანის ინსტიტუტის წარმომადგენელი ეწვია


ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს სმითსონიანის ინსტიტუტის წარმომადგენელი ეწვია - [საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]


22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია სმითსონიანის ინსტიტუტის აზიის კულტურის ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელი, აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ეთნოგრაფიის კურატორი, ანთროპოლოგი,პროფესორი პოლ მაიკლ ტეილორი. იგი გახსნის დღიდან ეხმარება ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზს განვითარებაში და ლიტერატურის განახლებაში.


”ელექტრონული განვითარების სინდიკატში” ხაშურის ბიბლიოთეკა ჩაერთვება

”ელექტრონული განვითარების სინდიკატში” ხაშურის ბიბლიოთეკა ჩაერთვება -


22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ეწვევიან. ხაშურის ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ ”ელექტრონული განვითარების სინდიკატში” ჩაერთვება. [საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

ელექტრონული კატალოგი მცხეთის ბიბლიოთეკაში

ელექტრონული კატალოგი მცხეთის ბიბლიოთეკაში

მცხეთის ბიბლიოთეკებში დაინერგა ელექტრონული კატალოგი. ბიბლიოთეკების ამ ქსელში (ხელმძღვანელი ნინო თათარაშვილი) შედის 3 მცხეთის ბიბლიოთეკა და 2 ბიბლიოთეკა-ფილიალი სოფლებში (ნატახტარი, ერედა,

სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა -

17 თებერვალს, ქალაქ სტამბოლში, ქართული ხელოვნების სახლში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქართული ბიბლიოთეკა გახსნა. პროექტი „რუსთაველის კლუბისა“ და ქართული გამომცემლობების („მერიდიანი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ელფი“, „მაცნე“, „დიოგენე’) ეგიდით განხორციელდა.

ინფორმაციული წიგნიერება წარმატების საწინდარი.

როგორია თქვენი მოსწავლეების მიღწევები?  ეხმარება ელექტრონული ბიბლიოთეკა ცოდნის დონის ამაღლებაში?

მედიის სპეციალისტი რენდი შმიტდი მივიდა  იმ დასკვნამდე რომ ინფორმაციული წიგნიერება მეტად მნიშვნელოვანია მაღალი შეფასების მისაღწევად.

 მას, გლედსტოუნში ბერნარდის სკოლის 50 მეცხრე კლასელი დაეხმარა.

მოსწავლეები ჩაერთნენ 4 კვირიან პროექტში,რათა გაეუმჯობესებინათ ბეჭდური და ონლაინ  საძიებო  უნარ–ჩვევები.

„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ - სახეები


      „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ტრადიციულ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება. წელს იგი მეორედ ჩატარდა და კვლავ საზოგადოების დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამის დასტურია  ჩვენი ბიბლიოთეკის შთაბეჭდილების წიგნში გაკეთებული ჩანაწერები. http://centraluribiblioteka.blogspot.com/
     ღონისძიების მიმდინარეობის განმავლობაში ჩვენმა მოხალისეებმა ცენტრალური ქუჩის სხვადასხვა ადგილებში გაავრცელეს ბუკლეტები და დააინფორმირეს გამვლელ-გამომვლელი. დაინტერესებული მკითხველი კატალოგიდან ირჩევდა სასურველ ''ცოცხალ წიგნს'' და მიდიოდა მასთან.

ინფოარხების ცნობების შეკრება